თემურ ნადარაია: აფხაზეთში შემომსვლელებს ტემპერატურას გაუზომავენ
„აფხაზეთში შემომსვლელებს გასინჯავენ და ტემპერატურას გაუზომავენ. გავხსენით 4-5 დღით და შემდეგ ვნახავთ როგორ იქნება. თუ საქართველოში გრიპის ტალღა იქნა, საზღვარს ისევ ჩაკეტავენ“, - უთხრა „ნუჟნაია გაზეტას“ თემურ ნადარაიამ.
ენგურის ხიდი 11 იანვარს ჩაიკეტა. მაშინ დაანონსდა, რომ კარანტინი ორ თვეს გაგრძელდებოდა. კარანტინის გამოცხადებიდან 25-ე დღეს ენგურის ხიდი გაიხსნა.