ახალი ამბები
ანაკლიის პორტში ინვესტიციას გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკებიც ჩადებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
გერმანიის და ნიდერლანდების განვითარების ბანკები ანაკლიის პორტში ინვესტირებას განახორციელებენ. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინფორმაციით, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა პორტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. შეთანხმების მიხედვით, ორივე ბანკის წარმომადგენლები კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდებიან.

„ორივე მათგანი ევროპის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. მათი მონაწილეობა კიდევ უფრო სწრაფად განავითარებს ანაკლიის პროექტს და ორი დიდი სახელმწიფოს - გერმანიისა და ნიდერლანდების მიერ ჩვენი ქვეყნისადმი მეტ მხარდაჭერას განაპირობებს“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმისვე ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა დაასრულეს ანაკლიის პორტის პროექტის დეტალური შესწავლა. გამოიკვეთა საკითხები, რომლებზეც 8 თებერვალს, კონსორციუმს, მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ერთობლივ შეხვედრაზე შეჯერდებიან. ამის შემდეგ პროექტი ფინანსურად დაიხურება.

მათივე ცნობით, გერმანიის განვითარების ბანკი KfW-ის საბანკო ჯგუფის წევრია, რომლსაც თავის მხრივ არსებობის 70-წლიანი ისტორია აქვს. გერმანიის ბანკის ამოცანაა, მნიშვნელოვან კერძო ბიზნესინიციატივებს შეუწყოს ხელი რეფორმების გამტარებელ ქვეყნებში.

რაც შეეხება ნიდერლანდების განვითარების ბანკს, მას 50-წლიანი ისტორია აქვს, 9.2 მილიარდი ევროს საინვესტიციო პორტფელით და კერძო სექტორის განმავითარებელ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას წარმოადგენს მსოფლიოში.

რა თანხას ჩადებენ ეს ბანკები ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში, ჯერ უცნობია.

პორტის საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას
ადვოკატი
19:37 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციელის, ბესიკ ფიფიას ადვოკატი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
19:13 / 05.12.2019
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ წალენჯიხის პოლიციის
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
18:46 / 05.12.2019
დაბა მესტიაში, ლენჰარის დასახლებაში, ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი
გამოსახულების
18:24 / 05.12.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების
ვიდეო
ქართული ყველის ძველი და ახალი სახეობების გამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
ყველი წიწაკით, სხვდასხვა სუნელით, საფერავში ამოვლებული, კაკაოთი, როზმარინით
აფხაზური ნობათი კოლხური ღვინის ფესტივალზე [ვიდეო]
ზუგდიდში გამართულ კოლხური ღვინის ფესტივალზე ერთი კუთხე აფხაზეთსაც დაეთმო.
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.