ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მონაწილეები: მეგრულ ენას შველა სჭირდება [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტექტო აქციები პერიოდულად გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელი შეკრების ორგანიზატორებმა განაცხადეს. მათი თქმით, მეგრული ენა დღეს გაქრობის პირასაა, სახელმწიფო კი მისი დაცვა-შენარჩუნებისთვის არაფერს აკეთებს. მეტიც, იური ღვინჯილიას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მეგრულთან ერთად ლაზურ და სვანურ ენებს კონსტიტუციაც არ იცავს და ენებად არ აღიარებს. ეს შეკრებაც პრობლემის კიდევ უფრო აქტუალიზებას ემსახურებოდა, შეხსენებას მთავრობისთვის, რომ საჭიროა ამ მიმართულებით ქმედითი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა. იური ღვინჯილიას განმარტებით, აუცილებელია ენებს რეგიონულის სტატუსი მიენიჭოს.

მცირერიცხოვან აქციას დღეს პირველად შემოუერთდნენ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებიდან, კერძოდ სენაკიდან და მარტვილიდან. მათი თქმით, ჩამოსვლის მიზეზი ენების გადარჩენის მოთხოვნაა. სენაკის მცხოვრებმა ზვიად პაჭკორიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია მეგრულ-ლაზურ-სვანური სკოლებში ისწავლებოდეს. მისივე თქმით, სენაკში მეგრულის ცოდნის მხრივ შედარებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ზუგდიდში.

შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შესაბამისი თხოვნით წერილები გააგზავნა მთავრობაში, პარლამენტში, საქართველოს საპატრიარქოში, თუმცა არავინ გამოხმაურებია. ამბობს, რომ ენების გადარჩენის ინიციატივით შარშან დაწყებული ხელმოწერების შეგროვება დღემდე გრძელდება. ამ დრომდე ათასამდე ხელმოწერა აქვთ. რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ ამ ადამიანების უკან რუსული ძალები დგანან, განმარტა:

„მე ვარ ეროვნებით ქართველი, ხომ? თუ ეს ასეა, ე.ი ჩემი მეობაა ქართული, ჩემი მეგრული ენაა ეროვნული სიმდიდრე. ამის დაცვას გავიძახი და რა შუაშია აქ რუსი? რუსს თუ უნდა მეგრულის გადარჩენა, ის ყოფილა ბატონო ჩემო ქართველი პატრიოტი“, - გვითხრა ედემ იზორიამ.

აქციის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია გაესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო ენა ქართულია, რომლის ფრთის ქვეშაც ქართველური ენები უნდა განვითარდეს. ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეგრული და სვანური ენა სკოლებში, დაწყებით კლასებში ისწავლებოდეს. ამას გარდა, ენებზე ოჯახებშიც აქტიურად ისაუბრონ და ამ გზით ხელი საზოგადოებამაც შეუწყოს ხელი მეგრულის და სვანურის გადარჩენა-განვითარებას. რაც შეეხება მათთვის რეგიონული ენების სტატუსის მინიჭებას, განმარტა:

„ეს სტატუსი უკვე აქვს ენას. როცა ეს ენა რეგიონის ენაა, ამას არ უნდა არავითარი სტატუსი. რეგიონული ენის სტატუსი - რა ფორმაა ეს? ენა არსებობს. მტავარია, არ დაიღუპოს“.

აქციის მონაწილეებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადაინაცვლეს. მათ მიიღეს დაპირება, რომ ამ საკითხზე სასაუბროდ შეკრებილებს ორშაბათს შეხვდებიან.

ზუგდიდში პერიოდულად იმართება აქციები მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით. ამ შეკრებებს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი მართავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.