ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ 30 ათას ლარზე მეტი პრემია-დანამატი გასცა
FaceBook Twitter
E-mail Print
2018 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ზუგდიდის მერიაში სახელფასო დანამატი გაიცა მერის მოადგილეზე, მერის მოვალეობის შესრულებისთვის. ნათქვამია „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში. ნოემბერში მაიზერ ნანავამ თანამდებობრივი სარგოს 50% - 1 200 ლარი მიიღო, დეკემბერში კი ხელფასის 30% - 720 ლარი.

ასევე, შარშან, დეკემბრის თვეში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტზე გაიცა სახელფასო დანამატი, არასამუშაო საათებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის, 600 ლარის ოდენობით.

ასევე, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 29 იანვრის ჩათვლით, პრემია-დანამატი ზუგდიდის მერიას დაქვემდებარებულ მხოლოდ ორ ააპ-ში გაიცა. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ესენია „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“ და „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი“. ჯამში გაიცა ააიპ-ებში გაცემულმა თანხამ 27 ათას 922 ლარი შეადგინა.

სპორტის განვითარების ცენტრი

სპორტის ააიპ-ში პრემია-დანამატი მიიღო ოთხმა ძალოსანმა, 2000-2000, 3 ათასი და 300 ლარის ოდენობით. ასევე, შოტოკან კარატე-დოს ერთმა სპორტსმენმა ათასი, აშიჰარა კარატეს ერთმა კარატისტმა 2 ათასი ლარი. კიდევ სამ კარატისტზე 600 და 400-400 ლარი გაიცა.

პრემია-დანამატი აიღო ორმა მოკრივემ - 300-300 ლარის ოდენობით. ამდენივე თავისუფალი ჭიდაობის ერთმა სპორტსმენმა და ორმა მოჭადრაკემ. ერთ მძლეოსანზე 600 ლარი გაიცა. ერთ ძიუდოისტზე 350 ლარი. სულ საუბარი 17 სპორტსმენს შეეხება. მათზე 16 ათას 150 ლარი გაიცა.

პრემია-დანამატი მიიღო 9 მწვრთნელმა. ძალოსნობის მწვრთნელზე 800 ლარი გაიცა. 400-400 ლარი მიიღო კარატე-დოს ორმა მწვრთნელმა, ასევე სამოს და მკლავჭიდის მწვრთნელებმა. კიკბოქსინგის მწვრთნელმა - 700 ლარი. კრივის და ჭადრაკის მწვრთნელმა 300-300 ლარი. თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა 150 ლარი. სულ, მათზე გაცემულმა თანხამ 3 ათას 850 ლარი შეადგინა.

ზუგდიდდასუფთავების ცენტრი

საანგარიშო პერიოდში პრემია-დანამატი „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ თანამშრომლებზეც გაიცა. კერძოდ, შარშან ნოემბერში პირუტყვის ოთხმა დამჭერმა 10-10 ლარი მიიღო. დეკემბერში პირუტყვის ხუთ დამჭერზე 12-12 ლარი გაიცა.

მიმდინარე წელს შესყიდვების და სატრანსპორტო განყოფილებების უფროსებზე 600-600 ლარი გაიცა.

ამასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ 375 ლარი მიიღო. სამ ბრიგადირზე ჯამში 325-325 ლარი გაიცა. ორმა კონტროლიორმა 200-200 ლარი მიიღო. ხუთ მძღოლზე 350-350 ლარი გაიცა.

ასევე, 8 მუშამ, რომელიც აერთიანებს მტვირთავებს, დამგველებს და დამლაგებელს, 1 400 ლარი გაიცა.

სულ მერიასა და ააიპ-ში გაცემულმა თანხამ 30 ათას 442 ლარი შეადგინა.

ფულადი ჯილდო იგივე საანგარიშო პერიოდში მიიღეს ზუგდიდის, სენაკის, ხობის და მარტვილის საკრებულოებში. დანამატი გაიცა ჩხოროწყუს მერიის ერთ თანამშრომელზეც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.