ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია საკომიტეტო მოსმენაზე: იას მოუწყვეს მორალური სასამართლო
FaceBook Twitter
E-mail Print
ძალიან გთხოვთ ყველას, როდესაც მორალზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ერთი წამით წარმოვიდგინოთ თავი ჩემს ადგილზე. ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?“, - მიმართა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს.

მან დედის გარდაცვალებასა და ზუგდიდის მე-6 სკოლის შემოწმების საქმეზე გამოძიება მოითხოვა, საუბრის ბოლოს კი აღნიშნა, ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ პროკურატურა საქმით დაინტერესდება.

ბაჩანა შენგელიას სიტყვებით, მინდობილობით ითხოვა, სკოლის შემოწმების საქმის წარმოებაში პირადად ჩართულიყო, რადგან დედა ძალიან განიცდიდა შექმნილ ვითარებას, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა. ბაჩანა შენგელიამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წერილი, რომლის საფუძველზეც დაწიყო თითქოს დარღვევების შესწავლა, დაწერა ვინმე ლავრენტი ქირიამ, რომელიც ბუნებაში არ არსებობს.

მისი სიტყვებით, წერილი არის შეთითხნილი და შეტანილი განათლების სამინისტროში, ვის მიერ, კაცმა არ იცის. თქვა, რომ ამ კითხვასაც სწორედ გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, რომელიც ორი თვეა, არ იწყება.

„მინდა, მორალურ ნაწილსაც შევეხო. ყველა ამ ქმედებაზე ბატონმა მინისტრმა აიღო პასუხისმგებლობა. დღემდე, ამ სხდომამდე, მქონდა იმედი, რომ ის ან შეცდომას დაარქმევდა ამას, იტყოდა, რომ შეიძლება მან რაღაც კანონები დაარღვია ან მისმა მოხელეებმა, შეიძლება ის ამას გამოიკვლევდა, მაგრამ მან პირადად აიღო ყველაფერზე პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. ანუ, მთელს ამ პროცესზე ამბობს, რომ არის სამართლებრივი პროცესი. სინამდვილეში, მიმაჩნია, რომ იას მოუწყვეს მორალური სასამართლო. ის შემოწმების აქტი მისთვის ზუსტადაც რომ იყო მორალური სასჯელი, რომელიც ვერ გადაიტანა“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. თავად ია კერზაია გარდაცვალებამდე მედიასთან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობდა, „რადგან არჩევნებზე არ იმუშავა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ“. განათლების სამინისტროს განცხადებით, დეპუტატების ნაწილი მომხდარს პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს. მთავარი პროკურატურის თქმით, სკოლაში ინსპექტირების შედეგად ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.