ახალი ამბები
ანაკლიის ბულვარში პალმების ნაწილი სოკოთი დაავადდა
FaceBook Twitter
E-mail Print
ლაბორატორიული და მიკოლოგიური ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე პალმების ნაწილი სოკოთია დაავადებული. ამის შესახებ ნათქვამია შპს „ბიოაგროს“, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც „ლაივპრესს“ შპს „ანაკლია-განმუხური-რესორტის“ დირექტორის მოადგილემ, კობა ქარჩავამ მიაწოდა.

დასკვნის თანახმად, ცენტრის თანამრომლებმა 25-28 იანვარს ფიტოსანიტარული მონიტორინგი განახორციელეს ანაკლიის ბულვარსა და განმუხურის სანაპიროზე გაშენებულ მწვანე ნარგავებზე. მათ შორის პალმებზე (ვაშინგტონია), ფიჭვებზე, ფოთლოვან და ბუჩქოვან მცენარეებზე და დაზიანებული ნიმუშები აიღეს. შედეგად, გაირკვა რომ პალმის ფოთლებზე დაფიქსირდა სოკოვანი დაავადებები, ხის ტანზე კი მავნე ორგანიზმები არ გამოვლენილა.

სოკო აღმოჩნდა ფიჭვების ნაწილზეც. ხმობაშეპარულ მცენარეში ნახეს სხვადასხვა მავნებელი. მათ შორის ქერქიჭამიები, ხარაბუზები, ტკიპები. ასევე, ცაცხვებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებზე მავნებელი მღიერები, რომელიც საფრთხისშემცველია ხის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.

მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრმა რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მათი თქმით, საჭიროა მცენარეთა გაჯანსაღების მიზნით ჩატარდეს სანიტარულ-ჰიგიენური ღონისძიებები. კერძოდ, მცენარეებიდან გამხმარი ტოტები უნდა მოიჭრას და განადგურდეს, როგორც ინფექციის წყარო.

ამასთან, მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს აპრილის ბოლოს, მეორე კი ივნისში. დასკვნის თანახმად, მიზანშეწონილია მცენარეთა როგორც ფოთლოვანი, ისე ფესვის გამოკვლევა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ანაკლიის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული სტადიონის მწვანე საფარიც საგანგებოდ უნდა დამუშავდეს.

შპს „ანაკლია-განმუხური-რესორტის“ დირექტორმა ბესიკ თოდუამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ და რჩევების მიხედვით იმოქმედებენ.

ანაკლიის ბულვარში პალმების ნაწილი რომ დაავადდა, ამის შესახებ შპს-ს დირექტორის მოადგილე კობა ქარჩავამ ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.