ახალი ამბები
სპორტის მუზეუმის დირექტორი: ყოფილი სტადიონის შესასვლელთან ბურთის ძეგლს დადგამენ
ზუგდიდში, იქ, სადაც წლების წინ საფეხბურთო სტადიონის შესასვლელი მდებარეობდა, ბურთის ძეგლი დაიდგმება, ზუგდიდში ფეხბურთის ისტორიის 100 წლისთავთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ლაივპრესს“ ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სპორტის მუზეუმის ხელმძღვანელმა როლანდ მაქაცარიამ განუცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ხელოვნების ნიმუში, დიდი ზომის ბურთი თავისი განათებით და ზედ წარწერით - „ზუგდიდი 1919“.

როლანდ მაქაცარია ამბობს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელ მაიზერ ნანავასთან უკვე შედგა საუბარი და 15 ათასი ლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, ღონისძიების ორგანიზებისთვის.

„დაგვეხმარა დეპუტატი მამუკა ყურაშვილი, სპორტის სამსახური. ჯერჯერობით ეს თანხაა. შეიძლება კიდვე ვინმე ბიზნესმენი გამოჩნდეს და დაამატოს ამ ფულს. ჩემი აზრით, 10 ათასი ლარი მაინც დაჯდება ბურთი, რომელიც ხელოვნების ნიმუში იქნება“, - გვითხრა ფედერაციის პრეზიდენტმა.

ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების თარიღად 1919 წლის 20 მაისი მიიჩნევა, როცა პირველად ადგილობრივი საფეხბურთო გუნდი დაფუძნდა. ეს ფაქტი ლეო ჭედიას და პიერ კობახიძეს უკავშირდება. სწორედ მათი ინიციატივით შეიქმნა ერთი საუკუნის წინ საფეხბურთო კლუბი, სახელწოდებით „მერცხალი“.

ზუგდიდში, ფეხბურთის საიუბილეო 100 წლისთავთან დაკავშირებით „ლაივპრესი“ მასალას ამზადებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.