ახალი ამბები
სამეგრელოში დღეიდან გამოიდარებს
ზუგდიდში და სამეგრელოში დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ისევე როგორც მთელს დასავლეთ საქართველოში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა უფროსმა დოდო გვაზავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დღეს მაქსიმალური ტემპერატურა 11-13 გრადუსი იქნება. გამოიდარებს მესტიაშიც.

უკვე ხვალიდან, 12 თებერვლიდან 15 თებერვლის დღის პირველ ნახევრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერი 17-19 გრადუსამდე გათბება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი.

15 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება. წვიმა რამდენიმე დღე შენარჩუნდება.