ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად დასახელდა
ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად დასახელდა. მას ხმა 17 ათას 800-მა ადამიანმა მისცა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე უკვე დასრულდა გამოკითხვა 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის.

მონაწილეობა გამოკითხვაში სულ 30 000-მდე ადამიანმა მიიღო. საუკეთესოდ მამაკაცებს შორის, ლაშა ტალახაძე დასახელდა. მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე კი ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.