ახალი ამბები
ანაკლიის ზღვაში 16 თურქული გემია შემოსული
ამ წუთებში ანაკლიის ზღვაში 16 თურქული სეინერი - პატარა თევზსაჭერი გემია შემოსული. როგორც „ლაივპრესს“ ანაკლიაში ზუგდიდის მერის წარმომადგენელმა გელა ლემონჯავამ განუცხადა, ისინი თურქი მეთევზეები არიან, რომლებიც აქ თევზის მოპოვების მიზნით იმყოფებიან. აქვთ თუ არა შესაბამისი ლიცენზია, მან არ იცის.

„დაახლოებით 4-5 დღეა აქ არიან. ასე შემოდიან, მერე გადიან. დრო აქვთ. თვეების მიხედვით არის. წელიწადში დაახლოებით ათჯერ შემოდიან“, - აღნიშნა მერის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ იმის გასაგებად, აქვთ თუ არა ამ გემებს ლიცენზია, და რა მიზნით იმყოფებიან ანაკლიაში, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.