ახალი ამბები
ზუგდიდში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს მეგრული ენის გაქრობის საფრთხეზე ესაუბრნენ
ზუგდიდში მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მეგრული ენის დაცვა-გადარჩენის საკითხზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილობრივი ოფისის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული აღმოჩნდა. ადგილზე მისულ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ, იური ღვინჯილიამ გვითხრა, რომ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს მეგრულ ენას, რომ ამ საშიშროების მიუხედავად, ქართული სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა იგნორირებულია. მოითხოვეს დიალოგის ორგანიზება.

„საფრთხეებზე ვისაუბრეთ, რომ ეს არის ეთნოკონფლიქტის წინაპირობა. მე ყველა დავპატიჟე, ხელისუფლებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან, სახალხო დამცველის ოფისი, გუბერნია, მაგრამ არავინ მოსულა. არც საკრებულოდან, არც მერიიდან. სახელმწიფოს მხრიდან საკითხი იგნორირებულია“, - განმარტა იური ღვინჯილიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი უკვე ამოწურეს და ამის შესახებაც აცნობეს ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს. მათგან მიიღეს დაპირება, რომ ზემდგომებს მიაწვდიან დღეს მოსმენილ ინფორმაციას.

იური ღვინჯილიას ცნობით, შეხვედრაზე დასასწრებად ადამიანები სენაკიდან, მარტვილიდან და წალენჯიხიდანანაც ჩამოვიდნენ. აქვე იყო ასევე შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორია.

ამავე შეხვედრაზე იმყოფებოდა სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც ზუგდიდის მერად კენჭისყრას გეგმავს. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია - ერთმნიშვნელოვნად ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნების ჭრილში, აუცილებლად მიაჩნია მთავარი სახელმწიფო ენის, ქართულის გაძლიერების და ქართული ენის სიმდიდრის შენარჩუნების მიზნით,  ქართველური ენების - სვანურის და მეგრულის განვითარება-გადარჩენა და ამ კუთხით სწორი მიდგომების შემუშავება.

თენგიზ ჯგუშიასვე თქმით, მან განუცხადა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებს შემდეგი, რომ ქართული კულტურა სხვადასხვა კუთხეის და ამ კუთხეთა მრავალფეროვნების ერთობაა, და რომ ამ სივრცეში მეგრულ პოეზიას, სიმღერას, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ადგილი აქვს.

„ისინი ძირითადად ისმენდნენ და სწავლობდნენ თემას. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ვუთხარი, რომ პარლამენტში ყოფნის შემთხვევაში, აქტიურად გავუწევ ლობირებას ენის პალატასთან, აღმასრულებელი ორგანოს სხვადასხვა სტრუქტურასთან, მთავრობასთან. მეგრული და სვანური ენების განვითარების, გადარჩენის აუცილებელ ღონისძიებებს“, - გვითხრა მან.

თენგიზ ჯგუშია კატეგორიულად ემიჯნება საერთო სახელმწიფო ხედვიდან მცირედ გადახვევასაც კი, და რომ ეს მისი პრინციპული პოზიციაა. თუმცა აღნიშნა - მსგავსი შინაარსის შემცველი მოსაზრებები დღევანდელ შეხვედრაზე არ მოუსმენია.

თავის მხრივ, იური ღვინჯილიამ გვითხრა, რომ პროტესტს არც მომავალში შეწყვეტენ და უცვლელი მოთხოვნით აქციებს პერიოდულად გამართავენ.

ის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ექვს თებერვალს სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბა, მეგრულ-ლაზურ-სვანური ენებისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. შემდეგ კი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობის ადგილობრივ ოფისთან გადაინაცვლეს.

ზუგდიდში დროდადრო იმართება აქციები მეგრულ-ლაზურ სვანური ენების დაცვის მოთხოვნით.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.