ახალი ამბები
ია კერზაიას საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. შედეგების შესახებ კი საზოგადოებას აცნობებენ,

„ეს არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ამ საქმეში. თუ რატომ, ამაზე მოგვიანებით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ინფორმაციას.

ამ ყველაფერს წინ პარლამენტში განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მისვლა უძღოდა, რომლის მიმართაც დეპუტატებს ყველაზე მეტი კითხვა სწორედ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდათ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. თავად ია კერზაია გარდაცვალებამდე მედიასთან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობდა, „რადგან არჩევნებზე არ იმუშავა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ“. განათლების სამინისტროს განცხადებით, დეპუტატების ნაწილი მომხდარს პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს. მთავარი პროკურატურის თქმით, სკოლაში ინსპექტირების შედეგად ამ ეტაპზე დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

ბაჩანა შენგელიამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
20:36 / 22.04.2019
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" შეიმუშავა რეკომენდაციები
მე პირველ რიგში ვარ მართლმადიდებელი ქართველი.
19:49 / 22.04.2019
მე პირველ რიგში ვარ მართლმადიდებელი ქართველი.
კოლხური ბზის მცველმა სანდრო ნარსიამ ბზობის დღესასწაულზე,
19:48 / 22.04.2019
კოლხური ბზის მცველმა სანდრო ნარსიამ ბზობის დღესასწაულზე,
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა
19:08 / 22.04.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე