ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.