ანაკლია-განმუხურში ტურისტებისთვის ველოსიპედებს შეიძენენ
ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საკითხს დეპუტატებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დღეს გამართულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.
კერძოდ, დაგეგმილია ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების დაგება, სპორტული მოედნების მოწყობა, საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია, ველობილიკების მოწყობა და ველოსიპედების შეძენა, სანაგვე ურნების შეძენა, საკანალიზაციო სისტემის, გასახდელების მოწყობა, კაფე-რესტორნის და ამფითეატრის რეკონსტრუქცია.
„საკრებულომ მხარი დაუჭირა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალს, რომელიც ეხება ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას, რათა საკურორტო სეზონზე ღირსეულად წარვსდგეთ ჩვენი ვიზიტორების წინაშე. ამ პროექტების სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.