ახალი ამბები
ზუგდიდელი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის სათავეშია
ზუგდიდელი მკლავჭიდელი დავით სამუშია მსოფლიო რეიტინგის სათავეშია. როგორც „ლაივპრესს“ მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში განუცხადეს, სპორტსმენმა თავის წონით კატეგორიაში (78 კილოგრამი) გამარჯვება მოიპოვა, აბსოლუტურ კლასში კი მესამე ადგილს დაეუფლა და რეიტინგის სათავეშიც მოექცა.

მათივე ცნობით, მსოფლიო თასი პროფესიონალებს შორის პრესტიჟული კომერციული ტურნირია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.

დავით სამუშიასთვის შარშანდელი წელიც წარმატებული აღმოჩნდა. მან მსოფლიო თასის „Zloty Tur" 2018-ის ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ზუგდიდელი სპორტსმენი 2018 წლის ოქტომბრის თვეშიც გახდა.

უფრო ადრე, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ჩემპიონატზე მან ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.