ახალი ამბები
გურგენ სართანია მერობაზე: შემოთავაზება თუ იქნება, შესაბამისად მივიღებ გადაწყვეტილებას

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გურგენ სართანიამ ჯერ არ იცის, იყრის თუ არა მერის

შუალედურ არჩევნებზე კენჭს „ევროპული საქართველოდან“. ამბობს, რომ საკითხზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ. არ გამორიცხა, წინა არჩევნების მსგავსად, ახლაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატი წარადგინოს.

აქვს თუ არა თავად სურვილი, აღნიშნა:

„სურვილი სურვილია, მაგრამ რეალურად უნდა შევხედოთ მოვლენებს, როგორ ვითარდება და ერთიანი ძალით შეიძლება თავისუფლად გამარჯვება. არ ვიცი, შემოთავაზება თუ იქნება, როგორ იქნება, როგორ დალაგდება სიტუაცია, იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, თვითონ რასაც მიიღებენ, იმ გადაწყვეტილების ფარგლებში“, - უთხრა გურგენ სართანიამ „ლაივპრესს“.

გამორიცხავს თუ არა მერად კენჭისყრას, განმარტავს, რომ არაფერს გამორიცხავს, არ იცის და რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე „ევროპული საქართველოს“ წევრი ცხრა თვის წინ გახდა. მისი თქმით, პარტიას გამოცდილება აქვს და ჰყავს ჭკვიანი წევრებიც. გურგენ სართანია ამბობს - მართალია ადრე, მაშინ, როცა „ოცნებამდე“ ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, შეცდომები დაუშვეს, თუმცა ფიქრობს - შეცდომისგან არავინაა დაზღვეული.

მისივე განმარტებით, მოქმედი ხელისუფლების საუბრები ცხრა წელზე საქმის კეთების ნაცვლად, უკვე არავის აინტერესებს. ამ ფონზე კი, ოპოზიციის წარმომადგენლის განმარტებით, ქვეყანაში კვლავ მძიმეა სიტუაცია. არც „ქართული ოცნების“ დაპირებების უმრავლესობა შესრულებულა დღემდე.

გურგენ სართანია შარშან, ცაიშის შუალედურ არჩევნებზე სწორედ „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობდა და მათ კანდიდატს უჭერდა მხარს, თუმცა მაშინ გვითხრა, რომ პარტიის წევრი არ ყოფილა.

უფრო ადრე, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი იყო.

ასევე, იყო ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ 2016 წელს.

გურგენ სართანია 2013 წლის 3 იანვრიდან 2014 წლის 14 ივლისამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, 2014 წლის ივლისიდან კი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე იყო. 2016 წლის 13 ივლისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ის ამ თანამდებობიდან ამავე წლის ნოემბერში გათავისუფლდა.

 

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.