ახალი ამბები
ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში რეორგანიზაცია მოხდა
ზუგდიდის „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ რეორგანიზაციას თანხმობა დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მისცეს, რის შემდეგაც ააიპ-ში თანამშრომელთა რაოდენობა 32-ით მცირდება. ასევე, ცენტრის ბაზაზე შეიქმნება 6 სპორტული სკოლა.

„დღეს თანხმობა მივეცით ცენტრის რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სადაც ახალმა ხელმძღვანელმა სასკოლო სისტემაზე გადასვლის ხედვა შემოგვთავაზა. ამას მოჰყვა გარკვეული სტრუქტურული და საშტატო ცვლილებები, რაც უკვე რეორგანიზაციაა და შესაბამისად, კანონმდებლობით თანხმობა სჭირდება მერიას საკრებულოსი, რათა განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცენტრის შემადგენლობაში რჩება ფეხბურთის სკოლა, თუმცა შესაძლოა ის ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს.

„რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, სამუშაო ჯგუფის უახლოეს სხდომაზე მოწვეული იქნება ფეხბურთის ფედერაციიდან კომპეტენტური პირი, რომელიც გაგვიწევს კონსულტაციას და რეკომენდაციებს, თუ როგორ არის უმჯობესი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის, დარჩეს ის ცენტრში, თუ იყოს ცალკე იურიდიული პირი“, - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე მამაუკა წოწერიამ.

ზუგდიდის საკრებულოში აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი პირველად 16 იანვარს შეიკრიბა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, მათ უნდა გამოითხოვონ თითოეული აიპ-ისგან ბიუჯეტი, სამუშაოს აღწერილობა და აიპ-ის წესდება. უნდა მოისმინონ აიპ-ის ხელმძღვანელებისგან თავიანთი ორგანიზაციის განვითარების ხედვა და გასცენ რეკომენდაციები.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.