ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო წალენჯიხელებისგან ომუნეს კოშკის პროექტს ელოდება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ომუნეს კოშკის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძეს წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვდნენ, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ კოშკის პირვანდელ იერსახეზე. საქმე კოშკში სარემონტო სამუშაოების წარმოებას ეხება, რომლის წარმომავლობა ამ დრომდე დავის საგანია ერთის მხრივ წალენჯიხელებს, მეორეს მხრივ კი მესტიის მცხოვრებლებს შორის.

ნიკოლოზ ანთიძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ჯვარის მკვიდრთ აქვთ გარკვეული მოსაზრებები კოშკის ფორმებთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყურებოდა ნაგებობა თავის დროზე, რასაც დაასაბუთებენ.

„ამბობენ, რომ 1982 წელს როგორც გაკეთდა, ასე არ უნდა ყოფილიყოო. ამიტომ, მე შევთავაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, იმ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რაც გააჩნიათ, მოამზადონ საპროექტო დოკუმენტაცია, თუ როგორი უნდა იყოს კოშკი. განვიხილოთ ყველამ ერთად და ამის მიხედვით დავგეგმოთ რეკონსტრუქცია“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, პროექტს წარმოდგენის შემდეგ დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ. მისივე განმარტებით, მესტიელები, რომლებიც ომუნეს კოშკის სვანურ წარმომავლობაზე საუბრობენ, შეხვედრას არ დასწრებიან.

„ეს არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორია და მათ კავშირი არ აქვთ. მეგობრული შეხვედრა იყო, როცა თავის დროზე შევხვდით. წალენჯიხელებთან გვაქვს საკითხი მოსაგვარებელი. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, ძეგლის აღდგენა რა ფორმით უნდა მოხდეს“, - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ.

თავის მხრივ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ პროექტს დაახლოებით 15-20 დღის ფარგლებში სპეციალისტების ჩართულობით შეიმუშავებენ, რადგან ეს მარტივი თემა არ არის. ამის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში წარადგენენ.

„რისი შეცვლა გვინდა, ეს უკვე გამოჩნდება პროექტის მომზადების პერიოდში, როცა სპეციალისტები დაჯდებიან, იმსჯელებენ ამ კოშკის წარმომავლობაზე, პირველ იერსახეზე“, - განმარტა ბესიკ ფარცვანია.

ომუნეს კოშკი ჯვარში მდებარეობს. მის წარმომავლობაზე მესტიელებს და წალენჯიხელებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი ამბობენ, რომ საქმე ზოგადად კოლხურ, ქართულ მოვლენასთან გვაქვს.

გადახურვის გარდა, კოშკში კოლხური კულტურის სამუზეუმო სივრცის მოწყობაც იგეგმება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული
განვითარებისა
20:40 / 20.02.2019
ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ რეგიონული განვითარებისა






მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,
19:58 / 20.02.2019
მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება,






საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა
19:32 / 20.02.2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა






ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
18:57 / 20.02.2019
ზუგდიდის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა.
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.