სენაკის მერიამ 110 ათასამდე პრემია, ფულადი ჯილდო და დანამატი გასცა
კერძოდ, „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სენაკის მერიის 92 თანამშრომელზე, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით, დეკემბერში გაიცა ფუალდი ჯილდო 65 ათას 195 ლარი, თანამდებობის ორ პირსა და შვიდ შტატგარეშე მოსამსახურეზე კი დანამატი - 7 070 ლარი.
ამასთან, დამატებით თანხები გაიცა სენაკის მერიის ხუთ ააიპ-ში.
„სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 19-მა თანამშრომელმა დეკემბერში სადღესასწაულო პრემია მიიღო, სულ 4 ათასი ლარის ოდენობით.
„სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში“ იგივე თვეს 99 თანამშრომელზე სახელფასო დანამატი, ჯამში 22 ათას 500 ლარი გაიცა.
რაც შეეხება „სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას“, დეკემბერში, ორ თანამშრომელს - მწვრთნელ-მასწავლებელს სულ 800 ლარი დაერიცხა. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი ერთ პირზე ასევე გაიცა ფულადი ჯილდო - 250 ლარი.
„სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების“ 12 თანამშრომელზე დეკემბერში სადღესასწაულო პრემია ათას 603 ლარის ოდენობით გაიცა.
სადღესასწაულო პრემია მიიღო „სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ 304-მა თანამშრომელმაც, ჯამში 8 ათას 566,21 ლარი.
ფულადი ჯილდო და პრემია-დანამატები გაიცა აბაშის, ხობის, სენაკის, მესტიის, მარტვილის საკრებულოებში, ზუგდიდის მერია-საკრებულოსა და ჩხოროწყუს მერიაშიც.