სუსი ადასტურებს განმუხურელი მამაკაცების დაკავებას
როგორც „ლაივპრესს“ სუსის პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი დაკავებული არიან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად“, - განაცხადესს სუსში.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ორი მამაკაცი დღეს დააკავეს. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ბრალდებით მაშინ მოხდა, როცა ისინი ცხენს ეძებდნენ.