გუბერნატორი აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულების ოჯახებს შეხვდა
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუბერნატორმა დაკავებულების ოჯახების წევრები გაამხნევა და დახმარებას დაჰპირდა.
ალექსანდრე მოწერელიას სიტყვებით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რათა მათი დახმარებით დროულად მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება.
განმუხურის მკვიდრი ორი მამაკაცი აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსეთის სამხედროებმა დღეს დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად“.