ფარული ჩანაწერების საქმეზე ზუგდიდელი ზაალ ლატარია პოლიციაში გამოკითხვაზეა
შვილის ინფორმაციით, მამის დაკავება სავარაუდოდ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ზაალ ლატარიას დაკავებას.
„ის არის გადაყვანილი გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით ბათუმის პოლიციაში“, - უთხრეს „ლაივპრესს“ სამინისტროში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი 1-ელ თებერვალს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს. დაკავებულთა შორის იყო ზუგდიდელი გიორგი ფარცვანია, რომელიც მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.