ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმეზე განათლების მინისტრის გამოკითხვას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
პროკურატურაში ხუთი საათი გაგრძელდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ყველა ახალი დეტალის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მისი თავდაპირველი გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა. ეს, განმარტა, მათ შორის ეხება ლავრენტი ქირიას, რესურსცენტრის ჩართულობას ამ პროცესში - არჩევნებამდე სკოლის დირექტორების დაბარებას.

ბაჩანა შენგელიას თქმით, მისი მოთხოვნა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გამოკითხვაა, რადგან ის არის ყველა იმ დოკუმენტის ხელმომწერი, რომელიც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეში ფიგურირებს. შესაბამისად, ამბობს, რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია მომხდარზე სწორედ მას აქვს. ამიტომაც, ფიქრობს, ბატიაშვილის გამოკითხვის გარეშე ობიექტური ჭეშმარიტება ვერ დადგინდება.

„მოლოდინი გვქვს.. იმდენად აშკარაა ეს საქმე, დარღვევები და დანაშაული. საქმე საკმაოდ პროფესიონალ გამომძიებელს აქვს და ის უბრალოდ თვალს ვერ დახუჭავს ამ ყველაფერზე და თუ მან მიიღო ლეგიტიმაცია და მოქმდების თავისუფლება, აუცილებლად გამოკვეთავს დამნაშავეებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე სახელმწიფოსთვის და ტესტი, რადგან თუ ამას ასე გავატარებთ, გამოჩნდება, რომ სახელმწიფო თვალს ხუჭავს სისტემურ დანაშაულზე, რასაც არ ექნება მათთვის კარგი შედეგი“, - გვითხრა ბაჩანა შენგელიამ.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. თავად ია კერზაია გარდაცვალებამდე მედიასთან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობდა, „რადგან არჩევნებზე არ იმუშავა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ“. განათლების სამინისტროს განცხადებით, დეპუტატების ნაწილი მომხდარს პოლიტიკური ზრახვებისთვის იყენებს, რეალურად კი ეს ჩვეულებრივი შემოწმება იყო.

საქმეზე გამოძიება პროკურატურამ უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.