ჩხოროწყუში მეგრული თხის და „კვარაცხელიას ჯიშის“ ძროხის ფერმები გაკეთდება
„კვლევითმა ცენტრმა უკვე განახორციელა ერთი პროექტი. ეს არის მუხურში მეფუტკრეობის ბაზა. შემდეგი პროექტი არის მეგრული თხის ჯიშის გენოფონდის შექმნის და გამრავლების მიზნით სანაშენე ფერმის გაკეთება. შემდეგი იქნება, მეგრული, კვარცხელიას ჯიშის ძროხის ფერმა, პროექტი გაკეთებულია და უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი.
პირველ ეტაპზე თხის სანაშენე ფერმაში იგეგმება 10 ნევზის და ერთი ბოტის შერჩევა შემდგომი გამრავლების მიზნით“, - გვითხრეს ჩხოროწყუს საკრებულოში.