ახალი ამბები
ზუგდიდში სკეიტ პარკში სასტუმროს მშენებლობაზე საჯარო განხილვა გაიმართება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ახალი სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის განხილვა 19 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ზუგდიდის მერია იუწყება.

მერიის ცნობით, სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება, მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესო აქციის გამართვა იგეგმება.

აქცია ფეისბუკზე „ზუგდიდი თაიმსის“ ჯგუფის ინიციატივით გაიმართება.

„მეგობრებო, ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი, გვიხარია და ვაფასებთ როცა ვხედავთ მისი განვითარებისთვის სასიკეთო ძვრებს. მაგრამ ვერ ვიქნებით სირაქლემას პოზაში მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მთავრობას ეშლება და ეს ჩვენს ქალაქს აზიანებს. ამიტომ ვფიქრობთ, რეკრეაციულ ზონაში, ე.წ. სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა არის დაუშვებელი. ვისაც გტკივათ ზუგდიდი, ჩვენ მოქალაქეებმა, ჩვენი პოზიცია ყველამ უნდა დავაფიქსიროთ! ვიკრიბებით შაბათს 16 თებერვალს , 16.00 საათზე, სკეიტ პარკში, ყინულის სახლთან“, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

29 იანვარს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო.

პროექტის მიხედვით, ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სასახლეს გადატანას კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე აპირებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.