ახალი ამბები
სენაკის 33 წევრიან საკრებულოში არცერთი სხდომა არ გაუცდენია მხოლოდ სამ დეპუტატს
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის 33 წევრიან საკრებულოში არცერთი სხდომა არ გაუცდენია მხოლოდ სამ დეპუტატს - ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ზურაბ წურწუმიას, დეპუტატებს - როზმან ქადაგიძეს და მაია ადამიას.

ყველაზე მეტი გაცდენა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსიას ქვს. ის წლის განმავლობაში 25 სხდომიდან მხოლოდ რვას დაესწრო. მუნიციპალიტეტის საკრებულოდან „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კახაბერ რუსიას 17 გაცდენა აქვს და ყველა მათგანი საპატიოა.

გაცდენების მხრივ მეორე ადგილზეა დეპუტატი პაატა ჯიქიძე. ის 12 სხდომას დაესწრო. აქედან 11 გაცდენა საპატიოდ უფიქსირდება. 14 სხდომას დაესწრო ფრაქცია „სენაკელების“ თავმჯდომარე მურად შამათავა. მას 3 საპატიო და 8 არასაპატიო გაცდენა აქვს. ასევე, 14 სხდომას დაესწრო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლაშა კუჭავა. მას 6 გაცდენა არასაპატიო მიზეზით აქვს. 15 სხდომას დაესწრო საკრებულოს წევრი იური ქორიძე. მას 10-ივე გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალა.

7 სხდომაში მიიღო მონაწილეობა დეპუტატმა თეიმურაზ ვახანიამ. მას რვავე გაცდენა საპატიო აქვს. ექვსჯერ გააცდინა სხდომა წლის განმავლობაში დეპუტატებმა - მალხაზ ტორჩიანავამ, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე გენადი ხუხუნმა და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ინგა ქარდავამ. 7 გაცდენა აქვს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებიას. აქედან ორია საპატიო.

შვიდი და მათგან ერთი საპატიო გაცდენა აქვს საკრებულოს წევრ ნუკრი მირგატიას. სხდომა ხუთჯერ გააცდინეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე მირანდა მირცხულავამ, დეპუტატმა ბეჟან სანაიამ და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანიამ. ოთხი სხდომა გააცდინეს საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აფაქიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ბესიკი ნარმანიამ და დეპუტატმა დათო ადამიამ.

სამი გაცდენა აქვს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან გაბელიას და ფრაქცია „სენაკელების“ თავმჯდომარის მოადგილე ბორის სოსელიას.

25-დან 23 სხდომას დაესწრო ექვსი დეპუტატი: ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა, დეპუტატები ელისო ცაგურია, თამარ სალაყაია, შაქრო კოკაია და ზურაბ სანაია.

მხოლოდ ერთი გაცდენა აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილს, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხიას, დეპუტატ დინარა ხარბედიას და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ავთანდილ ფოცხვერაიას.

2018 წელს სენაკის საკრებულომ ჯამში 25, მათ შორის 13 რიგგარეშე სხდომა გამართა. საჯარო ინფორმაციის თანახმად, 33 წევრიან საკრებულოში არცერთ დეპუტატს სიტყვის უფლებით არ უსარგებლია და არც ინიციატივა წარუდგენია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.