ახალი ამბები
საქართველომ მიუხენში ნატო-ს გაფართოების საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლა
FaceBook Twitter
E-mail Print
მიუხენში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველომ ნატო-ს გაფართოების საკითხებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას უმასპინძლა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული მხარე უძღვებოდა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი თემა აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები იყო. მანვე აღნიშნა, რომ ისაუბრეს რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციის სიმწვავეზე. ყურადღება გამახვილდა ევროპისა და აშშ-ის როლზე აგრესიის შეჩერების პროცესში.

„დღეისათვის შავი ზღვის უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოება განსაკუთრებული განხილვის საგანია. ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ შავი ზღვის რეგიონის და საქართველოს უსაფრთხოების გარეშე ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა პრემიერმა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც. მან დეტალურად მიმოიხილა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯები და ქვეყანაში გატარებული რეფორმები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ ნატოსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე, მიულოცა თავის კოლეგას და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის მაგალითი იმედის მომცემია საქართველოსთვისაც ნატოს ღია პოლიტიკის თვალსაზრისით.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ქვეყნის მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა რომ მოსახლეობის 78%-ზე მეტი მხარს უჭერს ნატოში ინტეგრაციას.

„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბრიუსელში ნატოს უკანასკნელ სამიტზე საქართველოს მონაწილეობის ფაქტი, რამეთუ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩენი ქვეყანა უკრაინასთან ერთად ამ დონის სამიტზე იყო წარმოდგენილი და განიხილებოდა შავი ზღვის უსაფრთხოების ჭრილში. აშკარაა რომ შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოსვლისას დავით ზალკალიანმა ასევე მიმოიხილა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში გაძლიერებული თანამშრომლობა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.