იაპონური მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს
მათივე ცნობით, ტრამპის პრემიაზე წარდგენის მიზეზი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში „მშვიდობის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილია“.
იაპონური გამოცემა „ასაჰის“ მტკიცებით, იაპონიის პრემიერმა ტრამპი ნობელის პრემიაზე თეთრი სახლიდან მიღებული თხოვნის საფუძველზე წარადგინა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ სინძო აბესგან ხუთგვერდიანი წერილი მიიღო, რომელიც იაპონიის პრემიერმა ნობელის კომიტეტს გაუგზავნა.
წერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.