ახალი ამბები
კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში რჩება
ზუგდიდის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევისას ათ დაშავებულთაგან ოთხი ამ დრომდე რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ მათ მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

„ოთხივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები წუხელვე გაეწერნენ“, - აღნიშნა სულხან ორჟონიამ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები წუხელვე მოინახულა საავადმყოფოში გუბერნატორის მოადგილე ირაკლი ჯიქიამ.

მომხდარზე გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.