ახალი ამბები
მერიის შპს-ს დირექტორი: კომპანიებში წილი მე არა, მაგრამ ჩემს ცოლს აქვს
FaceBook Twitter
E-mail Print
„ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირადად მას არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნახსენებ კომპანიებთან, რომლებიც ადგილობრივ ტენდერებს იგებენ, კავშირი არ აქვს. ბადრი ნემსაძის თქმით, ვიდრე მოქმედ თანამდებობაზე შეუდგებოდა მუშაობას, „ზუგდიდავტოტრანსის“ მფლობელი იყო, რომელიც შემდგომ ცოლს გადაუფორმა. დღეს შპს-ში წილი ცოლთან ერთად ცოლის დეიდაშვილსაც აქვს. ამბობს, რომ წლიური შემოსავალი შარშან 3 თუ 5 ათასი ლარი ჰქონდა. მისივე განმარტებით, კომპანია ძირითადად შუამავლის ფუნქციას ასრულებს, მანქანა კი მძღოლს ეკუთვნის, რომელიც სამუშაოებს ასრულებს.

„უბრალოდ შენ ეხმარები და ამაზე დაგიდებს ხელშეკრულებას, რომ მოგცეს გასამრჯელო. მე არ მაქვს ისეთი მანქანები, რომელიც მათ სჭირდებათ. სულ წლიური შემოსვალიდან 300-350 ლარი დარჩებოდა. მეტი არ რჩება, იმიტომ, ეს არ არის მისი საკუთარი ფული და მანქანა, რომ განაგოს“, - უთხრა ბადრი ნემსაძემ „ლაივპრესს“.

მისი თქმით, რაც შეეხება „სუფთა ქალაქს“, იქ წილებს მისი ცოლი და და ფლობენ. აქაც შემოსვალი წელიწადში 5 ათასი ლარია საშულოდ, სადაც თვიურად თანამშრომლები 50 ლარზე მეტს ვერ იღებენ. ამბობს, რომ ახლახანს ერთ-ერთ ტენდერშიც მიიღო კომპანიამ მონაწილეობა, თუმცა წააგო.

„თუ მეტყვიან, არსად არ მიიღოს მონაწილეობა, არ მიიღოს, მაგრამ არ გვყოფნის ეს 900 ლარი და რა ვქნათ“, - აღნიშნა მუნიციპალური კომპანიის დირექტორმა.

ბადრი ნესმსაძის მტკიცებით, რაც შეეხება „ზუგდიდავტოტრანჯორჯიას“, მასთან შეხება არ აქვს. აქ, განმარტავს, რომ ხელმძღვანელად ცოლის დეიდაშვილი მუშაობს.

ეთანხმება თუ არა ეჭვებს, რაზეც კვლევის ავტორი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საუბრობს, ამბობს, რომ კი, ეჭვს იწვევს და ეს ესმის კიდეც, თუმცა ვითარება სინამდვილეში განსხვავებულია.

„ეჭვს იწვევს, იმიტომ, ტრანსპორტი გქვია მაინც. ისე ჩანს და ფიქრობენ, რომ მე, ჩემი მანქანები ხომ მყავს, შემიძლია ვიმაიმუნო. ასე არ არის. ეს არის საშუალოტევადობის მანქანები და იქ უნდათ მიკროავტობუსები, ან დიდი ტევადობის ავტობუსები“, - განმარტა მან.

რატომ იმარჯვებს ჩამოთვლილი სამი კომპანია ტენდერებში და ხომ არ უკავშირდება ეს მის და მისი ცოლის ფაქტორს, აღნიშნა, რომ არ აქვს იმდენი გავლენა ზუგდიდში და ზუგდიდის მერიაში, არის მხოლოდ „ოცი მანქანის უფროსი“ და არა ტრანსპორტის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტში.

რატომ არ მიუთითა დეკლარაციაში კომპანიებისგან მიღებული შემოსავალი, განმარტა, რომ მწირი თანხების გამო საჭიროდ არ ჩათვალა.

„არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და შეიძლება მეც შემეშალა. ახლა ხომ არის ისევ ჩასაწერი, მარტამდე გვაქვს ვადა და ჩავწერ“, - გვითხრა ბადრი ნემსაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ ამბობენ, რომ მუნიციპალური კომპანიის დირექტორის და მისი ცოლის ტენდერებში გამარჯვება ეჭვებს ბადებს. კერძოდ, მათი თქმით, „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძის და მისი ცოლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ.

შედეგად 2011-2018 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან და ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიული პირებთან ტენდერების და პირდაპირი შესყიდვების სახით 614 502 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.