საქართველოში შეყვარებულთა დახმარების ცენტრი შეიქმნა
ემზარ კვიციანის განცხადებით, ცენტრს თანხას ემიგრანტები ჩაურიცხავენ და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად.
„აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან", - განმარტა მან.
ამისთვის, ემზარ კვიციანის თქმით, წყვილებმა ცენტრში წარსადგენი განცხადება უნდა დაწერონ. დახმარების ოდენობა კი დამოკიდებული იქნება შეგროვებული თანხის ოდენობაზე.