ახალი ამბები
რას სთავაზობს ინვესტორი ზუგდიდს რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების სანაცვლოდ
FaceBook Twitter
E-mail Print
დეველოპერული კომპანია „m²“ ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე 130 ნომრიანი სასტუმროს აშენებას აპირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, სასტუმრო აშენდება 3000 ათას კვადრატულ მეტრზე, ხოლო დანარჩენი ტერიტორია მწვანედ განაშენიანდება. კომპლექსის პროექტი სულ 10 ათას კვადრატულ მეტრზეა გათვლილი.

„საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო უნდა იყოს აუცილებლად ქალაქის ცენტრში. ლოკაცია მისაღები უნდა იყოს სასტუმროს მფლობელისთვის და ოპერატორისთვის. სასტუმროს სანაცვლოდ მზად ვართ ავიღოთ ვალდებულება, გადავიტანოთ ყინულის მოედანი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მუნიციპალიტეტი მიგვითითებს და გავწიოთ ის ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება მის გადატანასა და გაფართოებასთან. ამ ადგილას მოეწყობა სპორტული კომპლექსიც“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ პროექტის საჯარო განხილვაზე.

მისივე თქმით, მსგავსი პროექტები უნდა განხორცილდეს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით.

„საუბარია საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროზე, რომელსაც სჭირდება 10 ათასი კვადრატული მეტრი. ასეთი მასშტაბური პროექტი აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს საზოგადოებრივი მხარდაჭერის გზით. ჩვენთვის მნიშვნელოვნია საზოგადოების აზრი. ასეთ ფორმატში შეხვედრებით სრულ თანხვედრაში მოვიყვანთ ყველა ჯგუფის ინტერესს და განხორციელდება ის პროექტი, რომელიც დაამშვენებს ამ ქალაქს“, - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

მისივე თქმით, კომპანია 25 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, დაასაქმებს 150-მდე ადამიანს. ასევე მოამზადებს ტურიზმის სფეროში მომსახურე პერსონალს და ამისთვის ე.წ. შონიას ტექნიკუმის ბაზაზე გახსნის პროფესიულ კოლეჯს.

დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სამართალდამცველებმა
11:49 / 01.12.2022
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათგან ორი "ქურდული სამყაროს"
ცენტრი
10:57 / 01.12.2022
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი
დიდი ოდენობით
11:13 / 30.11.2022
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა
გამართა, სადაც
16:41 / 29.11.2022
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა გამართა, სადაც
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.