ზუგდიდში საცურაო აუზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება
დღეს მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება და დასრულდება.
„ზუგდიდში და ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა იგეგმება. ახალციხეში, ფოთსა და მარნეულში 25-მეტრიანი საცურაო აუზის. მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობაა დაგეგმილი რუსთავსა და ფოთში.
სტადიონების რეაბილიტაცია - სამტრედიაში, ხაშურსა და კასპში. ახალი სტადიონების მშენებლობა კი, ყვარელსა და მარნეულში, - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე სიტყვებით, შარშან დაიწყო და წელსაც გაგრძელდება სპორტული დარბაზების კომპლექსური მშენებლობები.
ზუგდიდში საცურაო აუზის პროექტს შპს „კარკასი“ მოამზადებს. ის ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში. კომპანიას პროექტის მომზადებაში 245 ათას 834 ლარას გადაუხდიან. თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.