მერიის განათლების განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა
„პირველი მარტიდან აღარ ვიქნები მერიაში, პირადი სურვილის საფუძველზე. განცხადება დღეს დავწერე. არასამთავრობოში არ გადავდივარ. ნახავთ მოგვიანებით. საჯარო სამსახურში არავინ დაინტერესებულა, რატომ მივდივარ. უბრალოდ დააკმაყოფილეს მგონი უკვე ჩემი განცხადება“, - აღნიშნა ბესიკ არახამიამ.
მანამდე ის მერიაში ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი იყო.