ახალი ამბები
მესტიის საკრებულოში სიტყვის უფლებით მხოლოდ რვა დეპუტატმა ისარგებლა
მესტიის მუნიციპალიტეტის 31 დეპუტატიან საკრებულოში სიტყვის უფლებით 2018 წელს მხოლოდ რვა მათგანმა ისარგებლა. „ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტჯერ - 13-ჯერ ამ უფლებით ისარგებლა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა როდამ გვარმიანმა. მას მოსდევს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ზაურ ჩართოლანი, რომლებმაც ეს უფლება 12-12-ჯერ გამოიყენეს.

ცხრაჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით შორენა ცინდელიანმა, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან. შვიდჯერ „ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის” წევრმა ვახტანგ ნაკანმა.

ექვს-ექვსჯერ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია ხორგუანი და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა დევდარიანი.

ხუთჯერ ისარგებლა სიტყვის უფლებით ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ლაშა ფალიანმა.

გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ერთადერთი, ვინც 2018 წელს ინიციატივით წარსდგა საკრებულოში, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა დევდარიანია. მას სამი ინიციატივა ეკუთვნის.

"ლაივპრესმა" ასევე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მაჩვენებელზე.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.