ახალი ამბები
აფხაზეთის მცხოვრებლები ელექტროენერგიაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ჩივიან
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები უკვე მეორე დღეა დაწესდა, რის გამოც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც „ლაივპრესს“ გალის მკვიდრმა ნინო უბილავამ განუცხადა, ელექტროენერგია გაცილებით დიდი ხნით არის გათიშული, ვიდრე ეს ენერგოკომპანიამ დაანონსა. მისი ინფორმაციით, დენი ქრება 11:00-ზე და მოდის 16:00 საათზე, როცა „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, 14:00 საათზე უნდა მოსულიყო.

„თითქმის მთელი დღე არ გვავქს შუქი და არც ვიცით როდემდე იქნება ასე. ისე, ხალხს უჭირდა გადახდა და ბევრი არ იხდიდა და ზოგიერთებისთვის ჭკუის სასწავლებლად კარგია, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ?! არადა, გადასახადი არ არის ძვირი. თვეში 400 რუბლს, დაახლოებით 16 ლარს ვიხდით, მიუხედავად იმისა თუ რამდენს ვხარჯავთ“, - გვითხრა მან.

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაზე მოქალაქეების უკმაყოფილების შესახებ წერს აფხაზური გამოცემა „კავკასკი უზელი“. მათი ცნობით, ასეთი განრიგი ხელს უშლის სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო პროცესს და აფერხებს ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას.

გამოცემის ცნობით, სოხუმის იმ სკოლებში, სადაც ელექტროენერგიით თბებოდნენ, მოსწავლეებს გაყინულ კლასებში უწევთ ყოფნა. დენის შეზღუდვამ შეაფერხა მოძრაობა საავტომობილო გზებზეც:

„ელექტროენერგიის გათიშვისთანავე, მუშაობა შეწყვიტეს შუქნიშნებმა. იდეაში, ასეთ დროს უნდა დადგნენ ნაკადების მომწესრიგებლები, მაგრამ არც ისინი არ იყვნენ. უკიდურესად არეული სიტუაცია იყო ქვეითთა გადასასვლელებთან“, - უთხრა სოხუმელმა მამაკაცმა აფხაზურ გამოცემას. ამასთან, რესპონდენტები ჩივიან დაანონსებული განრიგის დარღვევის გამო. მათი ინფორმაციით, სოხუმშიც დენი 2 საათით მეტი ხნით არის გათიშული, ვიდრე დაანონსებული იყო.

მაგალითად, ქალაქში ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონე ამბობს, რომ შუქის მიწოდება მხოლოდ 17:00 საათის შემდეგ აღდგა, რამაც მთელი დღის განმავლობაში მათი მუშაობა შეაფერხა.

რესპონდენტების პარალელურად, დაანონსებული განრიგის გამო საყვედურობენ კომპანია „ჩერნომორენერგის“ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. ისინი უკმაყოფილებას კომპანიის ფეისბუკ გვერდზე გამოხატავენ.

მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელექტროენერგია ღამის საათებში უნდა გათიშონ, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს აბონენტებს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები, „ენგურჰესზე“ წყლის დონის დაწევამ გამოიწვია. ამის შესახებ გასულ კვირაში „ლაივპრესს“ ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა. მოგვიანებით ინფორმაცია გამოქვეყნა კომპანია „ჩერნომორენერგომ“. მისი თქმით, 20 თებერვლიდან დაწესდებოდა შემდეგი განრიგი: დილის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვები შენარჩუნდება მანამ, ვიდრე დეფიციტის შესავსებად ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან არ მიიღებენ.

აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი ყოველწლიურად იანვარ-თებერვალშია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის მოსახლეობის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის მიზნით, ელექტროენერგია დამატებით რუსეთის ფედერაციისგან შეისყიდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.