ახალი ამბები
ზუგდიდში ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ყინულის სახლი 22 თებერვალს, საღამოს 18:00 საათზე გაიხსნება. მერიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენები, ბათუმის მოცეკვავეთა დასი და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდი მიიღებს.

მერიისვე ცნობით, 1 მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, ტარიფების განსაზღვრაზე კი მერია, საკრებულოსთნ ერთად მუშაობს.

ყინულის სახლში მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. 23 თებერვლიდან დაიწყება მოციგურავეთა ჯგუფების ჩამოყალიბებაც.

ყინულის სახლი რომ ხვალ გაიხსნება, ამის შესახებ „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა „ლაივპრესს“ დღეს განუცხადა.

მანამდე საუბარი იყო, რომ შესაძლოა ყინულის სახლი სხვაგან გადაიტანონ. მას შემდეგ, რაც სკეიტ პარკის ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია „m²“ სასტუმროს მშენებლობით დაინტერესდა, თვითმმართველობაში გაკეთდა განცხადებები, რომ მას ვალდებულებაში აქვს ყინულის მოედნის სხვაგან გადატანა. სასტუმროს მშენებლობას ზუგდიდელების ნაწილი ეწინააღმდეგება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერს. საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის.

ზუგდიდში ყინულის სახლი პირველად 2007 წელს აშენდა და 2011 წელს ქუთაისისთვის ჩუქების მიზნით დაშალეს. მას შემდეგ ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საბოლოოდ, 2013 წელს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საციგურაო მოედანი აშენდა, მაგრამ მას შემდეგ არ უმუშავია.

ზუგდიდის მერიამ 2018 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ყინულის სახლის თანამშრომელთა ხელფასებისთვის 152 ათას 900 ლარი დახარჯა. ეს მაშინ, როცა ყინულის სახლი არ ფუნქციონირებდა.
Print E-mail
Twitter
არჩევნები
ვიდეო
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.