რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას მართავენ
ამ წუთებში შეკრებილებს „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია მიმართავს.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რამდენიმე დღის წინ სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც განსხვავებული პოზიციები გამოითქვა საკითხის მიმართ. დისკუსიას ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებელი კომპანია „m²-ის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძეც ესწრებოდა. მან ისაუბრა გეგმებზე, რას გეგმავს სასტუმროს აშენების პარარელურად ქალაქის ცენტრში.
მოქლაქეთა ნაწილმა მანამდე საპროტესტო აქციით გამოხატა უკმაყოფილება სასტუმროს შესაძლო მშენებლობის გამო.