ახალი ამბები
საკრებულოს დეპუტატები „ზუგდიდდასუფთავების“ საქმიანობის შესწავლაში ექსპერტების ჩართვას ითხოვენ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის საკრებულოში ააიპ-ების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ დღეს „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორს, ნუგზარ მალაშხიას ანგარიშს მოუსმინა.

ორგანიზაციის საშტატო განრიგის მიხედვით, ცენტრში დასაქმებულია 474 ადამიანი.

უმრავლესობის დეპუტატები დაინტერესდნენ, არის თუ არა შესაძლებელი შტატების შემცირება, რაზეც ნუგზარ მალაშხიამ უპასუხა, რომ მიმდინარე წლიდან უკვე შეამცირა 27 პირი.

დეპუტატ ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ზუგდიდი უკვე მესამედ გახდა ყველაზე სუფთა რეგიონი, მეეზოვების და ამ სამსახურის მენეჯმენტის დამსახურებაა, ამიტომ მათი შრომა მეტად დაფასდეს და მეეზოვეების ხელფასი უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება თანაშრომლების რაოდენობას, მისი აზრით, ეს საკითხი კომისიამ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად უნდა შეისწავლოს.

„გასაგებია, რომ დასუფთავებაში ბევრი ადამიანი მუშაობს, მაგრამ რამდენი სჭირდება, ამის განსაზღვრა არის საჭირო. ამისთვის კი ექსპერტებს უნდა ვკითხოთ რჩევა. აქ სხვა სტანდარტებია გასათვალისწინებლი და რადგან ჩვენ არ ვართ ამ საქმის პროფესიონალები, ეს არის ყველაზე მსხვილი აიპი და რამდენი თანამშრომელი სჭირდება მას, ამ საქმის არაპროფესიონალმა არ უნდა განსაზღვროს“, - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

მის განცხადებას პოლიტიკური უწოდა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათლომე შელიამ.

„მეეზოვეებს მოვუმატოთ ხელფასიო და იცი, რომ ვერ ვუმატებთ ამას, პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ? ახლა შენ გინდა, რომ კარგი ბიჭი გამოხვიდე? სამუშაო რეჟიმში ვართ აქ“, - მიმართა მას ბათლომე შელიამ.

მისივე თქმით, დასუფთავების სამსახურის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს.

„სამწუხაროდ, ნაცვლად საკითხის ძირეული შესწავლისა, ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვიღებთ ისეთი ტიპის სამადლობო განცხადებებს სადღეგრძელოს სტილში, როგორიც დღეს გაკეთდა, მაგალითად „ამხანაგი" ლაგვილავას მხრიდან. მე არ ვარ ჩახედული თქვენს საქმიანობაში, მაგრამ მაინც მადლობას გიხდით ასეთი კარგები რომ ხართო. ასეთი კომკავშირული ენთუზიაზმით კომისიის მუშაობისგან გვექნება ნულოვანი შედეგი. მეეზოვეები, რომლებიც ჩვენს ქალაქს ასუფთავებენ, ჩემთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი ადამიანები არიან, მაგრამ იმ კითხვის ნიშნებზე, რაც გაბერილ შტატებთან დაკავშირებით მაქვს, ამომწურავი პასუხი ვერ მოვისმინე. ვფიქრობ, უნდა მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები, რომლებიც დაგვეხმარებიან სპეციფიური სამსახურების მუშაობის რეგულაციის სტანდარტების დადგენაში“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

დასუფთავების ცენტრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 4 მილიონ 200 ათასი ლარია. აქედან 2 მილიონ 882 ათას 40 ლარი ხელფასებზე იხარჯება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები
სარგებლობენ,
19:02 / 21.03.2019
ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, ტუალეტს, რომლითაც ბიჭები სარგებლობენ,






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის,
ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს
18:45 / 21.03.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის, ჭველეს უბანში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს






სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს
ხმის“ ხელმძღვანელის,
18:09 / 21.03.2019
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სიცრუე უწოდეს სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის,






სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია,
რომელიც
16:30 / 21.03.2019
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელი თენგიზ ჯგუშია, რომელიც
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.