ინგირში, აეროპორტის მიმდებარედ ბალახი იწვის
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის გოჩა მურღულიას განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, თუ რა მონაკვეთზეა ხანძარი გავრცელებული.