ახალი ამბები
ქვარაიამ და გულორდავამ ხმა მისცეს ენმ-ის მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას
FaceBook Twitter
E-mail Print
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტს „საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 21თებერვალს გამართულ სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის არიან ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია, წალენჯიხის მაჟორიტარი გოგა გულორდავა და ხობელი დეპუტატი გიგა ბუკია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია ამ სხდომას არ დასწრებია.

16 დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. მათ შორის ზუგდიდელებმა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა თენგიზ გუნავამ, ლაშა დამენიამ და ლელა ქებურიამ.

რეზოლუციის მისაღებად პარლამენტში დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.

რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატების სია: ირაკლი აბუსერიძე, რევაზ არველაძე, ლევან ბეჟანიძე, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, ბიძინა გეგიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გოგა გულორდავა, ალექსანდრე ერქვანია, გიორგი თოთლაძე, ირმა ინაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, პაატა კვიჟინაძე, ემზარ კვიციანი, კობა კობალაძე, ლევან კობერიძე, კარლო კოპალიანი, გიორგი კოპაძე, გიორგი ლომია, კობა ლურსმანაშვილი, იოსებ მაკრახიძე, ადა მარშანია, სულხან მახათაძე, გელა მიქაძე, პაატა მხეიძე, კობა ნაკაიძე, კობა ნარჩემაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ზაზა პაპუაშვილი, რუსლან პოღოსიანი, გია ჟორჟოლიანი, ერეკლე ტრიპოლსკი, გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ქანთარია, მერაბ ქვარაია, ირაკლი შიოლაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ოთარ ჩრდილელი, ზვიად ძიძიგური, მირიან წიკლაური, გივი ჭიჭინაძე, დავით ჭიჭინაძე, შოთა ხაბარელი, ფატი ხალვაში, თენგიზ ხუბულური, რეზოლუციის

წინააღმდეგი: ირაკლი აბესაძე, დავით ბაქრაძე, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, გიორგი კანდელაკი, ზაზა კედელაშვილი, ირმა ნადირაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, სერგო რატიანი, გიორგი ტუღუში, ლელა ქებურია, გიორგი ღვინიაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტით, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ მიიღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა გამოცხადდეს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად;

2. ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები;

3. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.