სოხუმმა 27 თებერვალი მედიის დღედ გამოაცხადა
„ჩვენ მიმდინარე წელს ვზეიმობთ აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის დიმიდტრი გულიას 145 წლისთავს და პირველი ნაციონალური გაზეთის გამოცემიდან 100 წლისთავს. გაზეთის პირველი ნომერი სწორედ 27 თებერვალს გაომვიდა, ამიტომაც გთავაზობთ ეს დღე დავაწესოთ მედიის დღედ“, - განაცხადა განათლების, კულტურის, ენის პოლიტიკის, რელიგიის და მედიის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის წევრმა ლევონ გალუსიანმა. აფხაზური გამოცემა „აფსნიპრესი“ წერს, რომ წინადადებას მხარი დაუჭირეს და მიიღეს დეპუტატებმა.
ფოტო: „აფხაზია-ინფორმი"