ახალი ამბები
სასტუმროს აშენების შემთხვევაში ყინულის მოედანი დროებით დაიხურება
ზუგდიდში დღეს ყინულის მოედანი საზეიმოდ გაიხსნება, ადგილობრივი ხელისუფლება კი მის გადატანას გეგმავს, ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების შემთხვევაში.

ვიცე-მერ გიორგი შენგელიას განცხადებით, თუ ყინულის მოედანი გადაიტანეს, მას ტენტის ნაცვლად ექნება მყარი კონსტრუქცია, რისი მშენებლობაც შესაძლებელია მის გადატანამდე.

„თუ ჩვენ წავედით იმ გზით, რომ მივიღეთ სასტუმროს აშენებაზე შემოთავაზება, რის ფარგლებში ყინულის მოედანი უნდა გადავიდეს სხვა ლოკაციაზე, გადახურვა უნდა მოხდეს მყარი კონსტრუქციით. მათ შეუძლიათ იქ სამუშაოების დაწყება, ნიადაგის მომზადება, გადახურვის კონსტრუქციის გაკეთება და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიზრუნოთ არსებული მოედნის გადატანაზე. ასე რომ, წყვეტა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2, 3 თვე ამ მოედნის ერთი ლოკაციიდან მეორეზე გადასატანად. ამიტომ, ჩვენ დღეს ვხსნით ყინულის მოედანს და მინიმალური მოცდენით ვფიქრობთ მისი აღნიშნული ლოკაციიდან მეორეზე გადატანას, სასტუმროს მშენებლობაზე გადაყწვეტილების მიღების შემთხვევაში“, - აღნიშნა მან.

19 თებერვალს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა, სადაც კომპანია „m²-ის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომ ისაუბრა, რომ იღებს ვალდებულებას სასტუმროს მშენებლობის სანაცვლოდ გადავიტანოს ყინულის მოედანი იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მუნიციპალიტეტი მიუთითებს და მოაწყოს სპორტული კომპლექსი.