საკრებულო სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრს ავტომობილის შეძენას ურჩევს
გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა საბავშვო ბაღში მეთოდისტებს ხშირად უწევთ გადაადგილება, „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“, როგორც მისმა დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ აღნიშნა, ტაქსის მომსახურებას იძენს.
„ტაქსის მომსახურებაზე ყოველწლიურად იხარჯება თანხა და ამიტომ, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიძინონ მინივენის ტიპის ტრანსპორტი. თანხა ან ოპტიმიზაციის შედეგად, ან რაიმე სხვა ეკონომიით.. ასეთ შემთხვევაში უფრო გეგმიურად და ნაკლები დანახარჯებით შეძლებენ ამ მეთოდისტების ტრანსპორტირებას სხვადასხვა ბაღში“, - განაცახადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.
მერიის ააპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის“ ანგარიში მოისმინეს დღეს საკრებულოში.