ჯიხაშკარში გზის აღდგენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ადგილობრივების განცხადებით, მათ გზის შეკეთების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.
შეკრებილები აქციაზე ზუგდიდის ვიცე-მერს, გიორგი შენგელიას ელოდებიან.
მერიაში კი აცხადებენ, რომ ჯიხაშკარის გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
გზის მშენებლობის მოთხოვნით ჯიხაშკარში აქცია გასულ წელსაც გაიმართა. მაშინ ადგილობრივებმა ხელისუფლებისგან მიიღეს დაპირება, რომ სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდებოდა.