ახალი ამბები
სვანეთში ოქროს მოპოვების დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
მოქალაქეთა ნაწილი კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკზე“ სვანეთში, ოქროს მოპოვების და წარმოების მიზნით გაცემული ლიცენზიის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამ მოთხოვნით სვანეთის საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, კულტურის ცენტრ „მუზაში“ შეიკრიბნენ. მზადდება მიმართვა პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახელზე.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2006 წელს კომპანია „ოპტიკალ სისტემს ინკს“ მესტიის მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვებისა და წარმოების საშუალება მისცა. მათი ინფორმაციით, სვანეთის მუნიციპალიტეტის უდიდესი ნაწილი - 39 000 ჰექტარი, დასახლებული ადგილები, მრავალსაუკუნოვანი კოშკები, ეკლესიები, სასაფლაოები, სახლები ლიცენზიის მოქმედების არეალში მოექცა და კომპანიას შეუძლია მოძიებითი და მოპოვებითი სამუშაოები აწარმოოოს.

შეკრებილთა განცხადებით, ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში საწარმოს მშენებლობის შესახებ ლიცენზიის გაცემის საკითხი განიხილება. სვანეთის საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ოქროს საწარმოო პროცესის დაწყება უდიდეს ზიანს მიაყენებს სვანეთის ეკოლოგიას და ბუნებას გაანადგურებს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, სვანეთში განსახორციელებელ მასშტაბურ პროექტებთან დაკავშიორებით ხელისუფლებამ საჯარო ღია კონსულტაცია წინასწარ გამართოს.

როგორც სვანეთის მცხოვრებლები აცხადებენ, მათ ხატზე დაიფიცეს, რომ კომპანიას ოქროს მოძიებითი და მოპოვებითი სამუშაოების საშუალებას არ მისცემენ. მათი თქმით, სვანებისთვის ღვთისა და ხალხის წინაშე ფიცის დარღვევა დაუშვებელია, ხოლო მისი აღსრულება სავალდებულოა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.