ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა - მერაბ ქვარაია
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, მშენებარე ფეხბურთის სტადიონის პროექტირებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, შეკითხვები ამ საკითხზე განათლების და სპორტის მინისტრს პარლამენტში ყოფნისასაც დაუსვეს. მერაბ ქვარაიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა თემა პირად კონტროლზე აიყვანა, ახლა კი შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

„იქნება საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული, რომ დასრულდეს სტადიონი. ხარვეზები, რომელიც გამოვლინდა, რბილად ვამბობ ხარვეზებს, იმიტომ, რომ იქ ძალიან მძიმე შეცდომებია რეალურად დაშვებული, უნდა გამოსწორდეს და ზუგდიდს უნდა ჰქოდეს სტადიონი, როგორც იყო დათქმა“, - აღნიშნა დეპუტატმა.

მერაბ ქვარაიამ უპასუხა „სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ რუსუდან პაჭკორიას კითხვას, თუ არის სიახლე სტადიონის და თეატრის მშენებლობებთან დაკავშირებით.

„მე მაქვს წინააღმდეგობრივი შეკითხვები და სანამ ამ კითხვებზე პასუხს არ მივიღებ, გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. რატომ არა სტადიონი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, უამრავი დიდი ინვესტიცია და რატომ სასტუმრო? სასტუმრო კარგია, მაგრამ ქალაქის სახეს განაპირობებს თეატრი და სტადიონი“, - განმარტა მან და ორივე მშენებლობის პროცესით დაინტერესდა.

რაც შეეხება თეატრს, მერაბ ქვარაიას თქმით, აქ მშენებლობა ჩვეულებრივ გრძელდება და იმედი აქვს, რომ გაწერილ ვადებში ზუგდიდს თეატრის ახალი შენობა ექნება.

უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის შენობაში ხარვეზები ფრაქცია ენმ-მ მონიტორინგის დროს აღმოაჩინა და ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. კერძოდ, სტადიონის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე ჭერი ჩამოიშალა. სადაც საპირფარეშოებია მოწყობილი, ჭერი თითქმის სრულად ჩამოშლილია, მეორეგან, სადაც საშხაპეებია, სანახევროდ ჩამოშლილია. ოთახებსა და დერეფანში ნესტის სუნი დგას.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ხარვეზები მშენებლობის მეორე ეტაპზე აღმოიფხვრება.

მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო. სავარაუდოდ მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი.

პროექტის დამკვეთი ადგილობრივი მუნიციპალიტეტია. დამპროექტებელი ორგანიზაცია შპს „თბილქალაქპროექტი“. სამშენებლო სამუშაოები „დაგმა“ განახორციელა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.