ახალი ამბები
ადვოკატი ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე: ედიშერ თოლორაიას მოწყობილია ყველაფერი
FaceBook Twitter
E-mail Print
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართა. დაცვის მხარემ შესავალი პოზიცია წარმოთქვა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ინტერესების დამცველმა ნიკოლოზ მჟავანაძემ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პროკურატურას არ აქვს მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც შეიძლება ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მხოლოდ ერთი მოწმის, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც საკუთარი სიტყვები შეცვალა. კერძოდ, თუ თავდაპირველ ჩვენებაში ვინმესთვის თანხის გადაცემა უარყო, აღნიშნა, რომ არავის მიმართ პრეტენზია არ აქვს, რამდენიმე დღეში განსხვავებულად ალაპარაკდა. ნიკოლოზ მჟავანაძის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ კვირკვიაზე ცრუ ჩვენების მიცემაზე, შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელი არ ვრცელდება.

„რუსეთში სხვა გვარს ატარებს - ოგნევია. აქ კვირკვიაა. დაკითხული ჰყავთ საიდენტიფიკაციო კოდით, რომლითაც არ იძებნება. შსს-ს მივმართეთ, ამ და ამ გვარის ადამიანზე თუ დაიწყეს წარმოება. ასეთი ნომრით არ იძებნებაო. ის არის კარიკატურული პიროვნება, რომელიც დაახლოებულია ედიშერ თოლორაიასთან და ედიშერ თოლორაიას მიერაა ეს საქმე გაკეთებული, რომ ვთქვათ.

ეს ხალხი კი არ უნდა იჯდეს ციხეში, მადლობა უთხრას ხელისუფლებამ, რომ კორუფციულ გარიგებაში არ შევიდნენ. რასაც ითხოვდა კვირკვია, მოგვეციო პირდაპირი წესით მიწა, არ მისცეს. ამ ჩანწერით, რომელიც ჩაიწერა გოგიას კაბინეტში, აშანტაჟებდა გოგიას, ამას წავიღებ იქით, აქეთ. ეს ეუბნებოდა, წაიღე სადაც გინდაო“, - გვითხრა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მისი თქმით, არსად ფიქსირდება ფული გადაცემა, არც არავითარი მტკიცებულება დევს საქმეში, რომ ვინმემ თანხა აიღო. ადვოკატი ამბობს, რომ იკვეთება მაჟორიტარი დეპუტატის გარკვეული ინტერესებიც ტერიტორიის მიმართ. ის, რომ მისი მოწყობილია მომხადრი, ბრალდებულის ინტერესების დამცველის განცხადებით ჩანს იქიდანაც, რომ საბოლოოდ ჩანაწერი სწორედ ედიშერ თოლორაიასთან მოხვდა.

ჩვენი კითხვის პასუხად, ერთად მოქმედებდნენ თუ არა ედიშერ თოლორაია და ზურაბ კვირკვია, აღნიშნა შემდეგი - პირდაპირ ეს არ ჩანს, თუმცა ნათელია პარლამენტარის გარკვეული ინტერესები ამ საქმეში.

„ნორმალური სასამართლოს პირობებში ეს საქმე თავზე უნდა დაახიო პროკურატურას. კვირკვიამ ჩაიერა როგორც გოგია, ისე ქობალია. დაუშვებლად ცნობას ვითხოვდით ამ ჩანაწერის. ფარული მიყურადება და თვალთვალი დასჯადია და მარტო ამის გამო უნდა მიეცათ კვირკვია პასუხისგებაში. ცრუ ჩვენებისთვის, ქრთამის მიცემისთვისთვისაც“, - გვითხრა მან და დასძინა, რომ უფრო ვრცლად საქმის დეტალებზე პრესკონფერენციას ხვალ, 27 თებერვალს გამართავს.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ თენგიზ ქობალიას, მისი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, შესავალ სიტყვებში ყურადღება გაამახვილეს გარეოებაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, დაკავებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.

მომდევნო სხდომა პირველ მარტს ჩაინიშნა. შემდგომ ეტაპზე მტკიცებულებათა გამოკვლევის პარარელურად, მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი არ გამოგვხმაურებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ნოემბერში დააკავა. დეკემბერში კი ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მოქალაქეთა ნაწილი. თენგიზ ქობალიას მეგობრებმა მისი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგრეოვება დაიწყეს. მათ საპროტესო აქციაც რამდენჯერმე გამართეს, პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გამოითქვა საქმიანი და მეგობრული წუხილი იმის გამო, რომ 12-მა
ადამიანმა უმრავლესობა
13:35 / 16.11.2019
გამოითქვა საქმიანი და მეგობრული წუხილი იმის გამო, რომ 12-მა ადამიანმა უმრავლესობა
ამ წუთებში პარტია
11:13 / 16.11.2019
ამ წუთებში პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის
10:07 / 16.11.2019
"ქართული ოცნების" ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელიც
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
20:41 / 15.11.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.