ახალი ამბები
ჩვენ ანაკლიის პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს - ალექსანდრე მოწერელია
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს სასწავლო ტრენინგ-ცენტრის გახსნაზე, მოქალაქეებმა ჰკითხეს, ემუქრება თუ არა საფრთხე ხელისუფლების მხრიდან პორტის მშენებლობას.

ლევან ახვლედიანის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება.

„ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება ის გაუგებრობა რასაც კომპანიის დამფუძნებლებთან მიმართებაში აქვს ადგილი. ანაკლიის ეს პროექტი ვერ შედგება კერძო სექტორისა და მთავრობის თანამშრომლობის გარეშე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ შევფერხებულვართ ჯერჯერობით და იმედი მაქვს რომ არც შევფერხდებით. მივმართავთ ყველა ზომას, ეს იქნება როგორც საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, ასევე ჩვენი შიდა რესურსის გამოყენება, ბატონი მამუკა და მისი პარტნიორები არ არიან პატარა ადამიანები და ჩვენ არ დავიშურებთ არცერთ ძალისხმევას, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და არ დავიშურებთ ენერგიას, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ საფრთხეებზე მოქალაქეების კითხვებს გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამაც უპასუხა.

„თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალია. მე აქ არ ვიქნებოდი, სხვანაირად რომ იყოს რაღაცეები, ასე ვთქვათ, დაფარული კულისებს მიღმა რაღაც საკითხები. უნდა შევეჩვიოთ ყველა იმას, რომ თუ არსებობს საკითხი, რომელიც სახელმწიფოსთვის არის საინტერესო, ბოლომდე უნდა შესწავლილი და ხელშეუხებელი არავინ არ იქნება. ეს არის აქ მთავარი. თუ დადასტურდება რომ ის საკითხები რაც დღეს აინტერესებს სახელმწიფოს, კერძოდ საგამოძიებო ორგანოებს და თუ არ დადასტურდება ის ჩვეულებრივად იქნება, ამიტომ ღია კარს ნუ ვამტვრევთ, არ არის საჭირო რომ ინსინუაციებისგან რაღაცეები შვექმნათ და დღეს მნიშვნელოვანია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ დაწინაურებას შეუწყობს ხელს. მე წარმოვადგენ რეგიონში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირს შესაბამისად ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ანაკლიის პროექტის განხორციელებას ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ანაკლიაში კონსორციუმმა USAID-თან ერთად სასწავლო ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ პორტში აგვისტო - სექტემბერში დაიწყება სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი
19:39 / 24.03.2019
მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 2019 წლის მფლობელი კენიელი პედაგოგი






თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა
მიმდინარეობს.
16:35 / 24.03.2019
თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.






მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“
13:16 / 24.03.2019
მკვლევარმა ნატო მარშანიამ წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“






თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
10:06 / 24.03.2019
თოვლისა და ლიპყინულის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.