ახალი ამბები
ზუგდიდში ლაზი მომღერლისთვის ძეგლის დადგმაზე საჯარო განხილვები მოეწყობა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულომ ერთხმად მოიწონა მოქალაქე გივი ქარჩავას ინიციატივა, ქალაქში ლაზი მომღერლის, ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმის შესახებ. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც ამ წინადადებას მხარს უჭერს, რადგან მისი თქმით, ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა საზოგადოების მხრიდან.

ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ დაასახელეს სხვა ფოლკლორისტები, ლოტბარები, რომლებიც მოღვაწეობდნენ სამეგრელოში.

„მაგალითად პოლიკარპე ხუბულავა, რომელსაც უზარმაზარი ღვაწლი აქვს ჩვენი ფოლკლორის შენარჩუნების საქმეში. მაგრამ ის არ იყო მხოლოდ მომღერალი, ის იყო საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ამ ადამიანების ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებაში დიდი წვლილი შეიტანა, ვისაც ჩვენ თანამოძმეებად, ისტორიული ნათესაობის მქონე ერთ-ერთ დიდ ერად მივიჩნევთ“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე ცნობით, ორშაბათს სტამბოლში გაიმართება კონფერენცია, ქართულ და კოლხურ კულტურაზე, სადაც ეს თემაც გაჟღერდება. კერძოდ, რომ ზუგდიდში არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას. ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ ეს იქნება იერთგვარად ხიდის გადების მცდელობა მოძმე ხალხებს შორის.

თავის მხრივ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის თქმით, ქაზიმ ქოიუნჯუ იყო ადამიანი, ვინც დიდი როლი შეასრულა ქართულ-ლაზური ურთიერთობების განმტკიცებაში. ამიტომაც ფიქრობს, ამ საკითხზე მსჯელობა და ძეგლის დადგმა ხელშემწყობი იქნება ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების.

„საბედნიეროდ, ზუგდიდში გვყავს ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებიც ძეგლის დადგმას იმსახურებენ. მაგრამ ის მიდგომა, რომ ვიღაცის რატომ უნდა დაიდგას და ვიღაცის არა, თუ ამ განხილვის რეჟიმში შევალთ, მგონია, რომ ვერასდროს მივაღწევთ კონსესუსს. ასევე მიმაჩნია - ამ საკითხის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს“, - განმარტა ანა წითლიძემ.

თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას თქმით, ამ თემის განსახილველად განხილვები აუცილებლად მოეწყობა. შეხვედრების და მსჯელობის საფუძველზე გადაწყდება როგორც ძეგლის დადგა, ისე შესაბამისი ლოკაციაც ინიციატივის განსახორციელებლად.

უფრო ადრე „ლაივპრესს“ იდეის ავტორმა გივი ქარჩავამ განუცხადა, რომ მომღერლის დიდი წვლილია მეგრულ-ლაზური სიმღერების პოპულარიზაციაში და სურვილი აქვს, მისი ძეგლი სამეგრელოს ცენტრში დაიდგას.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული
პოლიტიკური
22:25 / 06.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.